ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
12:00-დან 16:00 საათამდე ბაღში მოსულ ვიზიტორებს ეკოშემეცნებითი
აქტივობები, მცენარეების დარგვის მასტერკლასი, ჯამბაზის წარმოდგენა, ხატვის
მასტერკლასი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელოდებათ.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღში შესვლა ყველა ვიზიტორისთვის იქნება უფასო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება