fbpx

ერთ-ერთი ვერსიით, წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა და ის პოლიციაშია გადაყვანილი

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სამი მა­მა­კა­ცი ჩა­ცხრი­ლეს. დაჭ­რი­ლე­ბი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მათი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რი­საა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა ზვი­ა­დი, რო­მე­ლიც ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და წი­ნან­დლის ტყე­ში. შემ­თხვე­ვა სას­ტუმ­რო “რე­დი­სო­ნის“ მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და, სა­დაც ახლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია რა გახ­და და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი.

, სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის ად­გი­ლას, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ­ყო­ფე­ბო­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რიც, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ორი, ან მეტი პი­რის მიერ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რის გარ­და, მოკ­ლუ­ლებს შო­რის არი­ან: ვა­სილ ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი და ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლი.წყა­რო უამ­ბობს, რომ ტრა­გე­დია სი­ტყვი­ე­რი­გარ­ჩე­ვით და­ი­წყო და საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­რო “რე­დი­სონ­ში“ გარ­კვე­ულ სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­დნენ (იქ მუ­შა­ობ­და ასე­ვე ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რიც). ამ­ბო­ბენ, რომ იყო ორ­მხრი­ვი სრო­ლა და საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს რო­გორც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ასე­ვე სა­ნა­დი­რო თოფი და ცივი ია­რა­ღიც.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება