fbpx

ერთმა აგენტმა, მეორე აგენტის მიერ მესამე აგენტისთვის მეოთხე აგენტზე მიწოდებულ ინფორმაციაზე გაასაჯაროვა “საიდუმლო” მონაცემები

“დღის ბოლოს დამაწიეს აგენტურის სამყაროდან ახალი ამბავი. ერთ-ერთმა ადგილობრივი “ჩამოსხმის” აგენტმა დაწერა, რომ ამჟამად ციხეში მყოფმა მეორე ადგილობრივი “წარმოების” აგენტმა, ამჟამად ძებნაში მყოფ საერთაშორისო აგენტს გადასცაო ნაცმოძრაობის რიგებში მყოფი აგენტების სიაო, რისთვისაც იმ მაღალი რანგის აგენტმა ამ პატიმარ აგენტს თავის დროზე სააკაშვილის მიერ ბავშვებისთვის კომერციულად მომგებიან ადგილზე არსებული საბავშვო ბაღის რეიდერული “ახევის” სანაცვლოდ აშენებული სასტუმრო აჩუქა…

წავიკითხე და მეც ცუდად გავხდი, რაოდენ გრძელი და დაშიფრული წინადადება გამომივიდა, მაგრამ საქმე ხომ აგენტურას ეხება, აქ ღიად ვერ დავწერდი მათ სახელებს და მეტსახელებს – განა არ ვიცი, მაგრამ საიდუმლო გრიფი და კონსპირაცია უნდა დამეცვა. ასე ვიცით ჩვენ – ყოფილმა ოპერთანამშრომლებმა. ვიცით, რომ აგენტურის გაშიფვრა არ შეიძლება. ეს არ შედის პროფესიონალის ვერც სამსახურებრივ ეთიკაში და ვერც ოფიცრის მუნდირის ღირსებაში. მაგრამ ეს წესები სამწუხაროდ არ ეხება აგენტურას, რომელიც რატომღაც ვერ იტანს ერთმანეთს და პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში – ამჟღავნებს და ძირავს თავის კოლეგებს.

ნაცმოძრაობაში ბოლო წლები ისედაც მწიფდებოდა ერთმანეთის სუს-თან თანამშრომლობის ნიადაგზე მზარდი პარანოია. წარმომიდგენია, რა დღეში იქნებიან ეხლა, როდესაც ერთმა აგენტმა, მეორე აგენტის მიერ მესამე აგენტისთვის მეოთხე აგენტზე მიწოდებულ ინფორმაციაზე გაასაჯაროვა “საიდუმლო” მონაცემები. სხვათა შორის, იმ ციხეში მყოფი აგენტის სასტუმროში, რომელიც მას მესამე აგენტმა აჩუქა – ამ პატრონის დაპატიმრების დღიდან, ზუსტად თვენახევრის წინ პირველად შევიდა დამლაგებელთა ბრიგადა…

რატომ შევიდა, რა ხდება, ხომ არ უშვებენ გარედ – ამის შესახებ ალბათ ის პირველი აგენტი გვიამბობს, რომელიც გვპირდება ნაცმოძრაობის რიგებში დანარჩენი: მეხუთე, მეექვსე და ა.შ. – აგენტების ვინაობის გამხელას. ასეთია აგენტურის სამყარო – საინტერესო და იდუმალებით აღსავსე. ვიღაცა იტყვის – ვერაფერი ვერ გავიგეო. ვიღაცა – უხმოდ მიხვდება ყველაფერს ან და სულაც, თავის თავს ამოიცნობს. მაგრამ ყოფილი ოპერთანამშრომელი ვალდებულია შეინახოს საიდუმლო და კონსპირაცია.წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება