fbpx

,ენმ”-ს ქვემო ქართლის წარმომადგენლები პარტიას ემიჯნებიან

,,ენმ”-ს ქვემო ქართლის წარმომადგენლები პარტიას ემიჯნებიან – ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა და პარტიულმა აქტივმა გააკეთეს. 50-მდე მოქალაქემ განმარტა, რატომ ემიჯნებიან პარტიას ადგილობრივ არჩევნებში.

მათი განმარტებით, პროტესტის მთავარი მიზეზი, არის ფაქტი, რომ ,,ქართული ოცნების” სახეებმა ,,ნაცმოძრაობის” ბოლნისის ორგანიზაციაში გადაინაცვლეს.  

ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ, არ ტოვებენ პარტიას, თუმცა მონაწილეობას არ მიიღებენ არჩევნებში და არც ,,ენმ”-ს კანდიდატს მისცემენ ხმას.

წლებია, ,,ნაცმოძრაობის” რიგებში ვიყავით და მათთან ერთად აქტიურად ვიბრძოდით. მაგრამ დღეს ჩვენთვის მიუღებელია, შევეგუოთ იმ რეალობას, რაც პარტიის ბოლნისის ორგანიზაციაში ხდება. მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ,,ნაცმოძრაობამ” ქვემო ქართლში ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები შეიერთა, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემიჯნოთ პარტიას. ,,ენმ”-ს არ ვტოვებთ, თუმცა ვემიჯნებით არჩევნებს. არ მივიღებთ მონაწილეობას არც წინასაარჩევნო კამპანიაში და არც ხმას მივცემთ ,,ნაცმოძრაობის” კანდიდატს – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

,,ენმ”-ს აქტივისტთა ინფორმაციით, მათ პროტესტს ბოლნისის რაიონის 15 სოფლის წარმომადგენლებიც უერთდებიან, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ,,ნაცმოძრაობის” ლიდერებთან, თუმცა ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება