fbpx

ენდრიუ იანი: ტრამპის ფანი არ ვარ, მაგრამ მილიონობით ამერიკელი მის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს

ამერიკელი ბიზნესმენი, ადვოკატი, ლობისტი და პოლიტიკოსი, ენდრიუ იანი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„ტრამპის ფანი არ ვარ. მინდა, რომ ის რაც შეიძლება შორს იყოს თეთრი სახლისგან. მაგრამ მისი მიმართვის ფუნდამენტური ნაწილი იყო ის, რომ ის კორუმპირებული სამთავრობო წყობის წინააღმდეგ გამოდის. ეს რეიდი აძლიერებს ამ პოზიციას მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებიც ამას უსამართლო დევნად აღიქვამენ“, – აღნიშნა ენდრიუ იანმა.

„როგორც ჩანს, ეს [ჩხრეკა] სანქცირებული იყო ადგილობრივი მოსამართლის და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კონკრეტული ოფისის მიერ, მთავრობის უმაღლეს დონეზე შეთანხმების ან შეტყობინების გარეშე. მაგრამ არავინ დაიჯერებს ამას და არ განასხვავებს. ეს ალბათ ბიუროკრატიული მომენტია, მაგრამ პოლიტიკურად ჩანს“, – განაცხადა მან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება