fbpx

ემზარ კვიციანი თვლის, რომ ,,პატრიოტთა ალიანსში,, სუს-ის მიერ ჩანერგილი აგენტები არიან


“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი თვლის, რომ მის პარტიაში სუს-ის მიერ ჩანერგილი აგენტები არიან. დეპუტატმა ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.ემზარ კვიციანი აშშ-ის საელჩოსთან აქციებს იწყებს

როგორც კვიციანი აღნიშნავს, სუს-ის აგენტები არა მარტო “პატრიოტთა ალიანსში” არამედ ყველა პარტიაში იმყოფებიან.

„ნებისმიერს კითხეთ, ნებისმიერ პარტიაში არიან ჩანერგილები ისე, როგორც ჟურნალისტებში არიან ჩანერგილები სხვადასხვა მიმართულებით სპეცსამსახურებიდან, მითუმეტეს, სუს-ის სპეცსამსახურებიდან.

ეს ყველაფერი ემსახურება პირდაპირ უცხო ქვეყნის ინტერესებს. აქ საუბარს დავასრულებ“,- განაცხადა კვიციანმა.

ინფორმაციისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ  სუს-ის მიერ ჩანერგილი აგენტები ყველგან არიან, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსშიც“.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

გაუზიარე!

Shares