fbpx

ემანუელ მაკრონმა მოუწოდა სი ძინპინს, გაესაუბროს რუსეთს და შეიტანოს წვლილი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, გაესაუბროს რუსეთს და შეიტანოს წვლილი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაში. Reuters-ის ცნობით, ამის საპასუხოდ სი ძინპინმა გამოთქვა იმედი, რომ ორი მხარე რაც შეიძლება მალე მოლაპარაკების მაგიდას მიუბრუნდება.

„უკრაინაში რუსეთის აგრესიამ საერთაშორისო სტაბილურობას სერიოზული ზიანი მიაყენა. მე ვიცი, რომ შემიძლია მქონდეს თქვენი იმედი რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების საკითხში“, – განაცხადა მაკრონმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებისკენ და პოლიტიკური გადაწყვეტილების ძიებისკენ მოუწოდა. ელისეს სასახლემ მოლაპარაკებებს „გულწრფელი და კონსტრუქციული“, ხოლო ოფიციალურმა პეკინმა – „მეგობრული და საფუძვლიანი“ უწოდა.

მაკრონმა ასევე სთხოვა სი ძინპინს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა ამ უკანასკნელმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება დაიცვას. ჩინეთის ლიდერმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება