fbpx

ელექტრონული ხმის მიცემა მინიმუმამდე დაიყვანს ყველანაირ ეჭვებს და არავის მიეცემა წივილ-კივილის საშუალება

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნდბის” გადაწყვეტილება საარჩევნო ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა უდიდესი გარღვევაა საარჩევნო კუთხით და ულოცავს ქართველ ხალხს აღნიშნულ ფაქტს.

აი ეს მართლა სერიოზული ნაბიჯია. რაც თავი მახსოვს, სულ ელექტრონულ არჩევნებზე ვსაუბრობ და ყოჩაღ ,,ოცნება” ამაზე რომ წავიდა და ასეთი სერიოზული რეფორმა განახორციელა. მართლაც უდიდესი გარღვევაა საარჩევნო კუთხით და მაქვს იმედი, რომ ელექტრონული ხმის მიცემა მინიმუმამდე დაიყვანს ყველანაირ ეჭვებს და არავის მიეცემა წივილ-კივილის საშუალება და ნებისმიერი ამომრჩეველი თავის ხმას დააფიქსირებს ისე, როგორც ეს ჩვენ, ქართულ საზოგადოებას შეგვეფერება წარმატებები ჩემს ქვეყანას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს . წერს ირაკლი ლატარია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება