fbpx

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ორგანიზაციას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის დარგის განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოების ამაღლების ხელშეწყობაში.

„ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და მისი მიღწევისთვის აუცილებელია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია, ენერგოეფექტურობის ამაღლება, განახლებად ენერგიაში ინვესტირება და ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარება“ – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია – სექტორში მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს მისი ეფექტურობის, კონკურენტუნარიანობისა და მიწოდების უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვის გზით.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოებისა და სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგის განვითარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის საფუძველზე, 10 წლიანი პერიოდისათვის შეიმუშავა სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, ენერგეტიკული საქმიანობის განვითარების პრინციპებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება