fbpx

ეკა სეფაშვილმა ევროსაბჭოს კომიტეტს ბავშვთა შრომითი პირობების გაუმჯობესების შესახებ ანგარიში წარუდგინა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაში.
დეპუტატმა მონაწილეებს წარუდგინა ანგარიშის “ბავშვები შრომის სამყაროში: ბავშვთა მავნე შრომის აღმოფხვრა” პირველადი ვერსია. ანგარიში ეძღვნება ევროპაში ბავშვთა შრომის პირობებს, რომლებიც მნიშვნელოვნად გაუარესდა ბოლო წლებში განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების და კოვიდ-19-ის პანდემიის გამო. ანგარიშში წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელთათვის, რათა მოხდეს შესაბამისი პოლიტიკების შემუშავება ვითარების გამოსასწორებლად.
ეკა სეფაშვილმა მონაწილეებს შესთავაზა პრობლემის გადაჭრის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები, რომლებიც ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, ბავშვთა ფინანსური დახმარების, საერთაშორისო შრომითი რეგულაციების, შრომის ინსპექტირების გაძლიერების და სტრუქტურული ცვლილებების საკითხებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება