fbpx

ეკა სეფაშვილი: „ხალხის ძალის“ ინიციატივით, რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც პოლიტიკური ჯგუფის სტატუსი მოგვენიჭება და მეტი საშუალება გვექნება, ჩვენი მოძრაობის შეხედულებები უფრო მკაფიოდ დავაფიქსიროთ

„ხალხის ძალისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტში, ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ. შესაბამისი ცვლილებები,  პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომელიც დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

„ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის, „ხალხის ძალის“ წევრების ინიციატივით, რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც პოლიტიკური ჯგუფის სტატუსი მოგვენიჭება, რაც გარკვეულ უპირატესობებს ითვალისწინებს – მეტი საშუალება გვექნება, რომ ჩვენი მოძრაობის შეხედულებები, მოსაზრებები და პოზიციები უფრო მკაფიოდ დავაფიქსიროთ“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.

რეგლამენტში აქამდე არსებული ჩანაწერით, ერთი პარტიის სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ, პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, თუკი იმავე პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატებს ფრაქცია აქვთ შექმნილი. ამიტომ, „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიან და დღემდე უფრაქციო პარლამენტის წევრის სტატუსი აქვთ. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, სწორედ ეს იცვლება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება