fbpx

ეკა სეფაშვილი: შევახსენებ მამუკა ხაზარაძეს, რომ როდესაც ის „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბანკირი გახდა და სააკაშვილს ხალხის ქონების დატაცებაში ეხმარებოდა, რუსეთთან მათი კავშირები არ ახსოვდა

„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, „289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება“.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის განცხადება გლობალურ ომის პარტიას ეხმარება იმაში, რომ „ქართული ოცნება“ – მმართველი გუნდი საქართველოში რუსული პოლიტიკის გამტარებლად შერაცხონ.

„მამუკა ხაზარაძის მცდელობა, წარმოაჩინოს ვითომდა ბიძინა ივანიშვილის ახლო კავშირები რუსეთთან, სხვა არაფერია, თუ არა ნაცკლასტერისა და მათი წარმომადგენლების, ასევე, გლობალური ომის პარტიის მცდელობა, რომ „ქართული ოცნება“ – მმართველი გუნდი შერაცხონ რუსული პოლიტიკის გამტარებლად საქართველოში.

შევახსენებ ბატონ მამუკა ხაზარაძეს, რომ როდესაც ის „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბანკირი გახდა და სააკაშვილს ხალხის ქონების დატაცებაში ეხმარებოდა, რუსეთთან მათი კავშირები არ ახსოვდა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება