fbpx

ეკა სეფაშვილი: ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია და არა ჯაშუშური ქსელი, რომელიც ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს

„პრაქტიკულად, ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც იქნება არა გარე ძალებისგან მართული, არამედ რომლის ინტერესებში იქნება ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა.

„გლობალური ომის პარტიის ინტერესებშია, რომ აქ ხელისუფლებაში იყოს ის ხალხის, ვინც იმაზე ფიქრს კი არ დაიწყებს, საკუთარ ქვეყნის მოსახლეობას რა უნდა და მათ ინტერესებში რა არის, ან ქვეყნის ეროვნული ინტერესი რა არის, არამედ, რომელიც უყოყმანოდ, პირდაპირ, მითითებულ დავალებას შეასრულებს, როგორც ახლა აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, უფრო სწორად ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები.

პრაქტიკულად, ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ახლა მიჩუმათებულები არიან იმიტომ, რომ არა აქვთ დავალება. ალბათ, მალე მიიღებენ ახალ დავალებას არჩევნებთან დაკავშირებით. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ჩვენ გვყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია. ჯანსაღ ოპოზიციაში ვგულისხმობ ოპოზიციას, რომელიც არ იქნება ჯაშუშური ქსელი, არ იქნება მართული გარე ძალების მიერ და განვითარებით იქნება დაინტერესებული. როდესაც იქნება კამათი, იქნება არა იმის ძახილი – რუსი ხარ, რუსულ ხაზს ატარებ, პუტინის მთავრობა ხარ და პუტინის ტყვეა სააკაშვილი და ასეთი უაზრო არგუმენტებით, არამედ ჩემს წარმოდგენაში ჯანსაღი ოპოზიცია ნიშნავს იმას, რომ, როდესაც რეფორმას ვატარებთ და პოლიტიკას ვამუშავებთ, იქ გვითხრან არგუმენტირებულად, ფაქტებით, დასაბუთებულად, სტატისტიკის მოშველიებით და ა.შ. რა თქმა უნდა, კამათში იბადება ჭეშმარიტება. სად ერთი ადამიანი და ძალა რომ აკეთებს რაღაცას და სად რამდენიმე კრიტიკული თვალით რომ უყურებს ამ ყველაფერს და კრიტიკული დებატების შედეგად შეიძლება, იმ ჯანსაღი პოლიტიკური ვითარების ჩამოყალიბება ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. ახლა, ვითომ გაერთიანების მცდელობებია, თუმცა გლობალური ომის პარტიას ეს ჯერ არ მოუნდომებია, როგორც კი მოინდომებს, ყველა ერთად დასხდება“, -განაცხადა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება