fbpx

ეკა სეფაშვილი: სხვა პარტიებისგან იმით განვსხვავდებით, რომ ჯერ ჩვენი მომხრეების დიდი არმია შევქმენით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ პარტიად

„ზოგ კვლევაში გვაქვს 1%, ზოგში კი – 2% და ეს იმ ფონზე, რომ ჯერ არავითარი სამუშაო არ ჩაგვიტარებია ამომრჩევლების ხმების მობილიზების მიზნით“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალას“ მისი რეიტინგები ჯერ არ გაუზომია, რადგან აქამდე პარტია არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავად კვლევითმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოახვედრეს „ხალხის ძალი“ კვლევებში პოლიტიკური პარტიების პარალელურად.
„რეიტინგები აქამდე არ გაგვიზომია, რადგან პოლიტიკური პარტია არ ვიყავით, თუმცა ზოგიერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაგვრთო ამ კვლევებში და როგორც პარტიას, ზოგ კვლევაში 1% გვქონდა, ზოგ კვლევაში – 2%. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არავითარი სამუშაო არ ჩაგვიტარებია ამომრჩევლების ხმების მობილიზების მიზნით. ყველა რეგიონში გვყავს წარმომადგენელი და ჩვენი პოლიტიკური პარტია სწორედ იმით განსხვავდება სხვა პარტიებისგან, რომ ჯერ შევქმენით ჩვენი მომხრეების დიდი არმია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ პარტიად, როდესაც დავინახეთ, რომ ამ ყველაფერს შედეგი ექნებოდა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება