fbpx

ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: „მას მხოლოდ პირადი ამბიციები აწუხებს და არ აინტერესებს, როგორ და რანაირად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს შენების პროცესში“

„ფაქტი, რომ ზურაბიშვილი არ ემორჩილება კონსტიტუციას და კვლავ აპირებს კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენში გამგზავრებას, კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ, მისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების პროცესი უმნიშვნელო საკითხია.“ – განაცხადა მედიასთან საუბარში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, რითაც შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილება მთავრობის დაუკითხავად, 16-18 თებერვალს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.
ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს პირადი ამბიციები აწუხებს და სულაც არ აინტერესებს, როგორ და რანაირად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს შენების პროცესში.

„მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილს პასუხი, მაშინ გასცა როცა დაადგინა, რომ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.
თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ხმები არ გვეყოფოდა, ჩვენ წამოვიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა, რაც იყო ერთგვარად მმართველი გუნდის პასუხი, რომ ჩვენ კონსტიტუციის დარღვევა არ მიგვაჩნია პრეზიდენტის მხრიდან გამართლებულ საქციელად. ყოველ ჯერზე კი იმპიჩმენტის პროცედურა ჩემი აზრით არ არის გამართლებული.
ფაქტი, რომ ზურაბიშვილი არ ემორჩილება კონსტიტუციას და კვლავ აპირებს კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენში გამგზავრებას, კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ, მისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების პროცესი უმნიშვნელო საკითხია. როდესაც წარმოადგენ ქვეყნის პრეზიდენტს, პირველ რიგში მოგეთხოვება კონსტიტუციის დაცვა. მისი საქციელი კი მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, რომ მას მხოლოდ პირადი ამბიციები აწუხებს და არ აინტერესებს, როგორ და რანაირად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს შენების პროცესში.“ – განაცხადა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილის განცხადებითვე, იგი მიესალმება პრემიერის გადაწყვეტილებას, პირველი ვიზიტი განახორციელოს ბრიუსელში, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს მზაობას, განუხრელად მიჰყვეს ევროპის კურსს.

„მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. გადაწყვეტილება კი, რომელიც მიიღო პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, განახორციელოს პირველი ვიზიტი ევროკავშირის ე.წ დედაქალაქში ანუ ბრიუსელში, არის ერთგვარი პოლიტიკური გზავნილი. რა თქმა უნდა ამ პოლიტიკურ გზავნილს აქვს ერთგვარი პოლიტიკური დატვირთვა, რაც არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი – ევროკავშირში გაწევრიანება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რელევანტურია პრემიერის გადაწყვეტილება – პირველი ვიზიტი განახორციელოს ბრიუსელში და კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს მზაობა, განუხრელად მიჰყვეს ევროპის კურსს.“ – აღნიშნა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება