fbpx

ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტმა, რომ შეიწყალოს სააკაშვილიც, ამით ის გახდება თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა თავისი მმართველობის პერიოდში

„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნიკა გვარამიას პრეზიდენტისადმი მოწოდებას გამოეხმაურა, სადაც გვარამია პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს.

როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი და მას არ გაუკვირდება ის თუ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ იგი ჩვეულებრივად დავალების შემსრულებელია. როგორ დავალებასაც მიიღებს, ისე გაკეთებს. მისგან არ გამიკვირდება ასეთი საქციელი, თუმცა საზოგადოებას შევახსენებ, იმ უშვერ და უხამს გამონათქვამებს, რითაც ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში ამკობდა პრეზიდენტს. ჩემი აზრით, ეს ასევე დაუშვებელია. ამ ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკა გვარამია და დღეს რაღაც ერთ გუნდადაც მოიაზრებენ თავიანთ თავს, ერთ პლატფორმაზე დგანან, ერთი და იგივე ნარატივსაც აჟღერებენ. ასე რომ, მე არ გამიკვირდება ესეც რომ თამაშის ნაწილი იყოს, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილიც. თუმცა, ამით ის გახდება თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა თავისი მმართველობის პერიოდში, რომლისთვისაც სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად ეთანხმებოდა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, -განაცხადა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება