fbpx

ეკა სეფაშვილი: რუსეთი ჩართულია უმძიმეს ომში უკრაინასთან, მთელი მსოფლიო მოუწოდებს ამ ომის შეწყვეტისკენ, პუტინი კი არავის არ უჯერებს – როგორ ფიქრობთ, ვინმეს აქვს იმის ძალა-უფლება, რომ რუსეთს უთხრას, შეწყვიტოს ფრენები და რუსეთიც მას დაუჯერებს?!

„მივესალმები მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და მოგზაურობის გამარტივებას იქიდან გამომდინარე, რომ ეს მათთვის რეალურად დიდი შეღავათია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთს პირდაპირი ფრენები აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ამის შესახებ პროტესტს არ გამოთქვამენ არც იმ ქვეყნების მოქალაქეები, არც აშშ და არც – ევროკავშირი. ამ შემთხვევაში არა მგონია, საქართველოს მიმართ რამე პრეტენზია იყოს ვინმესგან გარდა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისა, რომლებისთვისაც უფრო ხელსაყრელი და მოსაწონია, რაც უფრო ცუდი ვითარება იქნება ქვეყანაში და რაც უფრო დაჩაგრულნი იქნებიან საქართველოს მოქალაქეები.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ სავიზო მიმოსვლის გაუქმება ხელსაყრელია იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ეს კი მისასალმებელია.
„რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო მიმოსვლა საქართველოსთან. თავდაპირველად, როდესაც 2019 წლის 8 ივლისს, რუსეთმა ეს შეზღუდვები დააწესა, დასავლეთი, კერძოდ ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, რუსეთს მოუწოდებდნენ ამ აკრძალვის გაუქმებისაკენ და მიუთითებდნენ, რომ ეს იყო ძალიან არასამართლიანი საქართველოს მოქალაქეებისა და იმ ქართველების მიმართ, რომლებიც დღემდე რუსეთში ცხოვრობენ და საქმიანობენ. მაშინ ეს შეფასდა, როგორც რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი განხორციელებული არამეგობრული ჟესტი საქართველოს მიმართ. დღევანდელ ვითარებას რაც შეეხება, მივესალმები მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და მოგზაურობის გამარტივებას იქიდან გამომდინარე, რომ ეს მათთვის რეალურად დიდი შეღავათია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთს პირდაპირი ფრენები აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ამის შესახებ პროტესტს არ გამოთქვამენ არც იმ ქვეყნების მოქალაქეები, არც აშშ და არც – ევროკავშირი.
ამ შემთხვევაში არა მგონია, საქართველოს მიმართ რამე პრეტენზია იყოს ვინმესგან გარდა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისა, რომლებისთვისაც უფრო ხელსაყრელი და მოსაწონია, რაც უფრო ცუდი ვითარება იქნება ქვეყანაში და რაც უფრო დაჩაგრულნი იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ ჟენევის დისკუსიებზე, რომლებიც ჩვენს ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს რუსეთთან სალაპარაკოდ, არაერთხელ განხილულა და დაყენებულა საკითხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების შესახებ, რაც მათ ხშირად ეზღუდებათ ხოლმე. თუ ჩვენ საერთაშორისო დისკუსიებში ამ მოქალაქეების უფლებების დაცვას ვცდილობთ, ასევე ჩვენი 100 000 მოქალაქის უფლებების დაცვაზე რატომ არ უნდა ვიფიქროთ?! ასე რომ, გაუგებარია ორმაგი სტანდარტები. ვხედავთ, რომ რუსეთი ჩართულია უმძიმეს ომში უკრაინასთან, მთელი მსოფლიო მოუწოდებს ამ ომის შეწყვეტისკენ პუტინი კი არავის უჯერებს. როგორ ფიქრობთ, ვინმეს აქვს იმის ძალა-უფლება, ან უნარი, რომ რუსეთს უთხრას, შეწყვიტოს, გააუქმოს, ან აკრძალოს ფრენები და რუსეთიც მას დაუჯერებს? ეს მისი ერთ-ერთი ჩვეულებრივი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა და არ გამოვრიცხავ, ამას სპეციალურად აკეთებდეს საზოგადოებისთვის იმის საჩვენებლად, რომ არავის ემორჩილება და როგორც უნდა და რასაც უნდა, ისე გააკეთებს.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება