fbpx

ეკა სეფაშვილი: მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტის გააქტიურება ჩვენს ქვეყანაში სიგნალია იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის

„ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პოლონეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის ვიზიტის შესახებ ისაუბრა, როგორც იმის სიგნალზე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

ეკა სეფაშვილის თქმით, მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტის გააქტიურება საქართველოში ძალიან დადებითი მოვლენაა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ზოგადად, განვითარებისთვის.

„მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტის გააქტიურება საქართველოში ძალიან კარგი სიგნალია იმის სადემონსტრაციოდ, რომ დიახაც, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენ ვართ ქვეყანა რეგიონში, რომელიც სამშვიდობო პლატფორმის ერთ-ერთი ინიციატორია, ეს არის ქვეყანა, რომელიც მშვიდობას და სტაბილურობას უდიდეს ყურადღებას აქცევს და რა თქმა უნდა, ეს არის ქმედითი, დამდასტურებელი სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირს, ევროპის წამყვან ქვეყნებს აინტერესებთ საქართველო, აინტერესებთ იმდენად, რომ არ ეზარებათ ჩამოვიდნენ ქვეყანაში და საკუთარი თვალით გაეცნონ იმ რეფორმებს, იმ ვითარებას, რაც ქვეყანაში არსებობს. ეს ძალიან დადებითი მოვლენაა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ზოგადად, განვითარებისთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება