fbpx

ეკა სეფაშვილი: მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ჩვენ შევათანხმეთ როგორც ევროკომისიასთან, ასევე ევროსაბჭოსთან

“ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე ოპოზიციის პროტესტს ეხმაურება.

სეფაშვილის თქმით, ცვლილებები კანონში ევროკავშირის რეკომენდაცია იყო და სწორედ ამ დირექტივას მიჰყვა მმართველჯ გუნდი.

“მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ჩვენ შევათანხმეთ როგორც ევროკომისიასთან, ასევე ევროსაბჭოსთან. ეს ცვლილებები განპირობებული იყო ევროკავშირის რეკომენდაციით, რომელიც ეხებოდა აუდიო-ვიზუალური დირექტივის დანერგვას საქართველოში და ეს არის მიმართული მედიასივრცეში და საზოგადოებაში მედიის მიერ ზიზღის, სიძულვილის, ტერორიზმი მოწოდების აკრძალვისაკენ.

აქ იგულისხმება, რომ მტკიცებულებების მექანიზმთან ერთად, აუცილებლად უნდა არსებობდეს რეგულირების მექანიზმი. ეს არის პირდაპირ რეკომენდებული ევროკავშირის მხრიდან, რამაც უნდა დაარეგულიროს პროცესი. მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ,” – განაცხადა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება