fbpx

ეკა სეფაშვილი ახალ ოპოზიციურ პარტიებზე: მოსახლეობის თვალის ასახვევად თითქოს ერთმანეთს ვერ ეწყობიან, სინამდვილეში, ნაცების სხვადასხვა განშტოებას წარმოადგენენ და იმართებიან ქვეყნის გარედან

ოპოზიციაში ახალი პარტიების შექმნას, მათი მხრიდან ნაციონალური მოძრაობისგან გამიჯვნის მცდელობას აფასებს ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი და ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობისგან გამიჯვნას ცდილობენ, მუშაობენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმების მოსაპოვებლად. სეფაშვილის თქმით, რეალურად, ეს პარტიები ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ და მათ გარე ძალები მართავენ.
„მათი ეს მცდელობები, როდესაც ხან გაიყრებიან, ხან შეიყრებიან, ხან რაღაც პარტიებს ქმნიან, არასერიოზულია. იგივე ეს გვარამიას და მელიას შექმნილი „ახალი“, რომლის დამფუძნებლები ჯერ იძახიან, რომ „ნაცები“ არ ვართ და მერე ამბობენ ხუთი ნომერი იქნება ჩვენი სიმბოლოო, თან ორივე იმდენად არიან ნაცების წიაღში წარმოშობილი პიროვნებები და მათი სტრატეგიის გამტარებლები, რომ პირდაპირ ასოცირდებიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. შესაბამისად, ძალიან ძნელია ვინმემ დაიჯეროს, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან. გარდა ამისა, სხვადასხვა პარტიები, რომლებიც ასევე ცდილობენ გამოეყონ ნაციონალურ მოძრაობას, „ლელო“, „აღმაშენებელი“, ორივე „გირჩი“, გახარია – ყველანი ესენი ნაცების სხვადასხვა განშტოებას წარმოადგენენ. ეს ხდება მოსახლეობის თვალის ასახვევად, რომ თითქოს ერთმანეთს ვერ ეწყობიან, სინამდვილეში როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, დავალებას მიიღებენ გარედან. ყველა ეს ძალა გარედანაა მართული, ამაში ორი აზრი არ არსებობს.

ჩვენ ეს ვიხილეთ 2020 წელს, როდესაც არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა არ ცნეს, პარლამენტში არ შემოვიდნენ და იმართებოდნენ გარე ძალების მიერ. ახლა ისინი ცდილობენ, რომ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმები მოიპოვონ, რომლებიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მხარს არ უჭერენ. ეს პარტიები არიან სინამდვილეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განშტოებები, უბრალოდ სხვადასხვა სახელი დაირქვეს და ცდილობენ სხვა სეგმენტზე გასვლას, მაგრამ არ მგონია გამოუვიდეთ მათი საქმიდან, მათი წარსულიდან და სტრატეგიდან გამომდინარე – ხან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ხან ხელისუფლებას, მაგრამ ეს არის ერთი სიმღერის სხვადასხვა მისამღერი,” ” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება