fbpx

ეკატერინე ტიკარაძე – არანაირი კითხვა ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის  განცხადებით, საქართველოში შემოსულ „ასტრაზენეკას“ ხარისხთან და სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. აღნიშნულით ტიკარაძე ზოგიერთ ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მსოფლიოში შეჩერდეს „ასტრაზენეკათი“ ვაქიცნაცია, საქართველოშიც შეჩერდება.

„რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ მიმართულებით გავრცელებულ ინფორმაციებს, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე იმ ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებთან და წარმომადგებლებთან. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ვაქცინებს გააჩნიათ სერიული ნომრები, საქართველოში შემოსულ სერიულ ნომერთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოგადად მსოფლიოში უნდა შეჩერდეს „ასტრაზენეკათი“ ვაქიცნაცია, საქართველოც შეაჩერებს. ამ ეტაპისთვის, ეს რისკებიც არის გადაზღვეული და არანაირი კითხვა ამ ვაქცინის ხარისხთან, სანდოობასთან და ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, არ არსებობს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება