fbpx

ევროპულ საბჭოში შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა იმართება


ევროპულ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს.

საქართველოს დელეგაციის წევრების განცხადებით, საუბრის მთავარი თემებია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება