fbpx

ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის პუბლიკაცია – ComCom-ის პროექტები, როგორც მედიაწიგნიერების განვითარების წარმატებული მაგალითები ევროპის აუდიოვიზუალურმა ობსერვატორიამ (EAO) გამოაქვეყნა

პუბლიკაცია„მედიაწიგნიერება და მომხმარებელთა გაძლიერება“, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტები მიმოიხილა. კერძოდ, სტატიაში საუბარია ComCom-ის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობაზე და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე.„2018 წლიდან ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაზე. მთელი რიგი პროექტებისა და აქტივობების მეშვეობით კი, მათი ძალისხმევა ინდივიდების გაძლიერების, ციფრული უნარების განვითარებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისკენაა მიმართული.“ – აღნიშნულია სტატიაში.ამასთან ერთად, პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია კომუნიკაციების კომისიისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივ აქტივობებზე,რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით, მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და მშობლებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა მედიაწიგნიერების კრიტიკულიმნიშვნელობის განხილვას და ამ მხრივ, მომხმარებლებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებისგაძლიერებისა და განვითარების მიზნით არსებული სტრატეგიების მიმოხილვას.შეგახსენებთ, რომ ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორია არის ორგანიზაცია, რომელიცევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის,მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა დამონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაციას 41 წევრი ჰყავს. საქართველოობსერვატორიის წევრი 2016 წელს გახდა და ორგანიზაციაში ქვეყანას კომუნიკაციების კომისიაწარმოადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება