fbpx

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო, ეტყობა, ახალი ლობისტური ხაზი ამოქმედდა, ყველაფერს გავიგებთ „ფარასგან“, რამდენი გადაირიცხა, რომ ფოტიგას ინიციატივა დაეყენებინა

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რეალობაა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუას კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ზარქუას შეფასებით, სააკაშვილი მძიმე ბრალდებებშია მხილებული და იქ ზის, სადაც უნდა იჯდეს.

„პირველ რეზოლუციაში თქვეს, მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში წამლავენო. შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, პატიმარმა უნდა ჭამოსო. იკვება და გამოჯანმრთელდა, ახლა რევოლუციურ სცენარებს აანონსებს. შემდეგ რეზოლუცია იყო, თურმე საქართველო რუსეთს სანქცირებულ პროდუქტებს აწვდის. ფოტიგები, კუბილიუსები, რასები და ასე შემდეგ, გვამუნათებდნენ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, მსგავსი რამ საქართველოს მხრიდან არ ფიქსირდებაო. აქაც აღმოჩნდა, რომ ტყუილია. ეს რეზოლუციები სამარცხვინო ლაქად დარჩა. ეტყობა, ახალი ლობისტური ხაზი ამოქმედდა, ტრანში გადარიცხულია და ყველაფერს „ფარასგან“  გავიგებთ, რამდენი გადაირიცხა, რომ ფოტიგას ეს ინიციატივა დაეყენებინა. ეს ყველაფერი სამარცხვინოა.  არაკომპეტენტური და პოლიტიზებული რეზოლუციების ფასი ნული გახდა. სააკაშვილი მძიმე ბრალდებებშია მხილებული და იქ ზის, სადაც უნდა იჯდეს, მაგრამ კომფორტულად არის. ფოტიგებმა, რაისებმა, კუბილიუსებმა რაც არ უნდა თქვან, სააკაშვილი პუტინის პატიმარი კი არ არის, მისი მოკეთე იყო, მხარდამჭერი და მოკავშირე. სწორედ მან გადასცა რუსებს სტრატეგიული ობიექტები. რუსებს საქართველოდან ბაზები უნდა გაეყვანა და ყველაფერი გააკეთეს, რომ უკან შემოეყვანათ. ბოლოს ჩვენს მაგარ ბიჭებს ომის ესკალაცია დააბრალეს. ეს არის პუტინის მოკავშირეობა. კუბილიუსებს და რასებს ლობისტური კომპანიები რა ტექსტებს დაუდებენ, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის და მათ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება