fbpx

ევროპარლამენტარებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოში დესტრუქციული პროცესების დაწყებას.

დღეს ჩვენ ვნახეთ, როგორ თქვა უარი ევროპარლამენტმა ყველა იმ ფუნდამეტურ ღირებულებაზე, რაზეც ოდესღაც იდგა ევროპა. დღეს გვითხრეს, რომ ფეხებზე ჰკიდიათ ფაქტები! დღეს გვითხრეს, რომ მშვიდობა დასჯადია! დღეს გვითხრეს, რომ ქველმოქმედება საერთაშორისო კრიმინალია! დღეს გვითხრეს, რომ ეროვნული ინტერესებით ქვეყნის მართვა პრორუსობას ნიშნავს! რეზოლუციის მხარდამჭერი თითოეული ევროპარლამენტარი, სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე გახდა! ამ აქტით განაცხადეს, რომ 9 წლის განმავლობაში ევროპულისტანდარტებს შეესაბამებოდა – ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, წამება, ღირსების შელახვა, ქონების ჩამორთმევა, ტელევიზიების დარბევა, მშვიდობიანი მიტინგების სისხლში ჩახშობა, სასამართლოს დამონება, მასობრივი თვალთვალი და მიყურადება, პოლიციის პოლიტიზირება, და ა.შ.
რეზოლუციის მხარდაჭერით, ევროპარლამენტარებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოში დესტრუქციული პროცესების დაწყებას. პარადოქსულია, ქართველი ხალხის გულშემატკივრობის მოტივით, ამ ხალხისვე არჩეული ხელისუფლების უსაფუძვლო და შეურაცხყოფაში გადაზრდილი კრიტიკა. საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, როდესაც ამბობ რომ საქართველოს კეთილისმსურველი ხარ და ამავდროულად ითხოვ, იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ამ ქვეყანას რამდენიმე მილიარდი მოახმარა, 2012 წელს კი, სისხლიანი რეჟიმისგან იხსნა!
საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ხომ მითითებაა, მივბაძოთ უკრაინის ხელისუფლებას და უცხო ქვეყნების ინტერესების სამსხვერპლოზე ჩვენივე ხელით მივართვათ საკუთარი ქვეყანა! არა! ასე არ მოვიქცევით! იცოდეთ, რომ ასეთი უსამართლო, არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით მოტივაციას გვმატებთ, რომ უფრო მეტად განვიმტკიცოთ სუვერენიტეტი, გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!
ქრისტიანული მორალის, ტრადიციული ინსტიტუტების, ოჯახის, თეთრის და შავის გარჩევის გამოცდილების, ადამიანის უფლებებსა და ვალდებულებებს შორის ჰარმონიის გარეშე დარჩენილი, გაზულუქებული ბიუროკრატიის წევრობა, არასოდეს ყოფილა ჩვენი ქვეყნის მისწრაფება! წერს ვატო შაქარიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება