fbpx

ევროკომისარს მისი პოზიტიური განცხადებებიდან რამდენიმე წუთში დაესხნენ თავს და რუსეთის საქმის მკეთებელი უწოდეს, ეს არ ყოფილა თავდასხმა-მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე -კუბილიუსზე ენას თუ შევუბრუნებდით რომელიმე ჩვენგანი, ვიკადებდით და გავბედავდით, რაც არ უნდა არაობიექტური ეთქვა ან ქალბატონ რასას, ან ფოტიგას, ან ნებისმიერს, მაშინ ეს იყო თავდასხმა და ახლა როდესაც ევროკომისარს მისი პოზიტიური განცხადებებიდან რამდენიმე წუთში შტურმით დაესხნენ თავს და პრაქტიკულად რუსეთის აგენტი და რუსეთის საქმის მკეთებელი უწოდეს ეს არ ყოფილა თავდასხმა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ვარჰეი მთავარი ადამიანია, ვის უშუალო კომპეტენციაში შედის ევროკავშირის გაფართოება და ეს ადამიანი პოზიტიურად აფასებს ამ ქვეყნის ნაბიჯებს. ბატონი ვარჰეი მთავარი ადამიანია, ხომ არ არის შემთხვევითი ვიღაც, მათ შორის არც ერთერთი ევროპარლამენტარია, რომლებისგანაც საბედნიეროდ არც ისე ბევრი, მაგრამ რამდენიმე ერთეული ადამიანი ძალიან ნეგატიურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე ჩვენზე. მთავარი ადამიანია, ვის უშუალო კომპეტენციაში შედის, მისი საზრუნავია ევროკავშირის გაფართოება. ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის გაფართოებაზე, ამ საკითხშია კომისარი, ეს ადამიანი პოზიტიურად აფასებს ამ ქვეყნის ნაბიჯებს. თქვენ წარმოიდგინეთ, კუბილიუსზე ენას თუ შევუბრუნებდით რომელიმე ჩვენგანი, ვიკადებდით და გავბედავდით, რაც არ უნდა არაობიექტური ეთქვა ან ქალბატონ რასას, ან ფოტიგას, ან ნებისმიერს, ძალიან ცუდ რაღაცეებს, სუბიექტურს, ქვეყნისთვის დამაზიანებელს რომ იტყოდა, მაშინ ეს იყო თავდასხმა და ახლა როდესაც ევროკომისარს მისი პოზიტიური განცხადებებიდან რამდენიმე წუთში შტურმით დაესხნენ თავს და პრაქტიკულად რუსეთის აგენტი და რუსეთის საქმის მკეთებელი უწოდეს, ეს არ ყოფილა თავდასხმა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება