fbpx

ევროკავშირმა, თავისი სამარცხვინო რეზოლუციით, ქართველ ხალხს უთხრა – კანონზე, სამართალზე, მართლმსაჯულებაზე თვალი უნდა დახუჭოთ, კუბილიუსის მონა გახდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გქონდეთ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი!

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ახალ რეზოლუციას სამარცხვინოსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს. 

„გულწრფელად ვამბობ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია. Credit Suisse-ისთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილშიც აღვნიშნეთ ის რეზოლუციები, რომლებიც დასაშანტაჟებლად უნდოდათ გამოეყენებინათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენს საზოგადოებას კიდევ ვერ წარმოუდგენია, ალბათ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი რამ ხდება, რომ 577 ადამიანი ასეთ სამარცხვინო რეზოლუციას იღებს. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ამ ადამიანის [სააკაშვილის] სიმულირებას, ყველა ერთად ვადევნებთ თვალყურს. შემდეგ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც, სხვათა შორის, ახალ კანონთან მიმართებაშია – „აკერმანმა“ შეასრულა მოვალეობა და წარმოადგინა ის დაფინანსება, რომელიც სააკაშვილის ოჯახისგან მიიღო. ადამიანი წელიწად-ნახევარია კვდება და მისი ოჯახი, ნაცვლად საუკეთესო ექიმების ჩამოყვანისა, ფულს ლობიზმში ხარჯავს. ჩემთვის ყველა ეჭვმიტანილია, აქაური წარმომადგენლებიც და ყოფილი პრეზიდენტებიც. ლობიზმში მილიონზე მეტია გადახდილი.

ისეთი პატივსაცემი მედიასაშუალებაც კი, როგორიც CNN-ია, აკეთებს სიუჟეტს, რომ ადამიანი კვდება, საქართველოს მოსახლეობამ კი სიმართლე კარგად იცის. ამასთან, ქვეყნდება შეკვეთილი სტატიები. ეს ყველაფერი არის შეურაცხმყოფელი ქართველი ხალხისთვის.

ევროკავშირმა, თავისი სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი რეზოლუციით, ქართველ ხალხს უთხრა – კანონზე, სამართალზე, მართლმსაჯულებაზე თვალი უნდა დახუჭოთ, კუბილიუსის მონა გახდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გქონდეთ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი! ეს ემსგავსება საბჭოთა კავშირში არსებულ პოლიტ-ბიუროს და რომელი ღირსეული ადამიანი დათანხმდება ამას?! ან თუ დათანხმდება, როგორ ჩახედავენ საკუთარ შვილებსა და მეგობრებს თვალებში?! ამ 577 ადამიანიდან კი არავის გასჩენია კითხვა, მართალია, თუ არა ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება? ისინი გვთხოვენ ამ ადამიანის განთავისუფლებას. ეს არის მისი დაწყებული სპეცოპერაცია. ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით ამაზე. ამის გარშემო ხდება ეს ყველაფერი როცა, ალბათ, შევეხებით ბანკის თემატიკაც – როცა კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი, ამაზეც ხომ წინასწარ ვისაუბრეთ?!

შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი პარლამენტარი, ან ევროკავშირის ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც გამოვა და იტყვის, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ქულები გამოქვეყნდა და საქართველო იყო სამეულის ლიდერი? ვინმემ შეიძლება გამცეს ამას პასუხი? ეს ხომ პასუხგაუცემელია და პასუხი იცით, რა არის?! – რომ არ ვათავისუფლებთ სააკაშვილის კანონის გვერდის ავლით. კანონის დაცვის გამო ისჯება ქვეყანა და გვაყენებენ არჩევანის წინაშე: ან სააკაშვილი, ან ქვეყნის ევროინტეგრაცია. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. მე ვფიქრობ, თავი არ უნდა დავუხაროთ, უნდა გავუძლოთ, ვიბრძოლოთ და დავიცვათ საკუთარი პოზიციები! უნდა ვიყოთ მყარად! ჩვენ გვინდა, ვიყოთ ღირსეული ქვეყანა და, თუ რაიმე კავშირის წევრობას გადავწყვეტთ, გავწევრიანდეთ ღირსეულად ჩვენი იდენტობით, ღირებულებებითა და სამართლიანობით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება