fbpx

ევროკავშირი თანდათან აჩენს თავის ნამდვილ სახეს და რეალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე საქართველოსადმი ევროკავშირის დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს:

“საით მიექანები საქართველო?!

ევროკავშირი თანდათან აჩენს თავის ნამდვილ სახეს და რეალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ.

ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ისევე, როგორც პოლიტიკური პატიმრები იყვნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელიას პოლიტიკური პატიმრიბა იმდენად ეძვირფასებოდა, ევროკავშირს,რომ თვითონ გადაუხადა გირაოს თანხა, თან ემუდარებოდა, შენი ჭირიმე, თანხმობა განაცხადე ციხიდან გამოსვლაზეო.
ის ვინც ჩვენთვის სისხლიანი რეჟიმის ჯალათი იყო, ზურა ადეიშვილი, ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მაღალი დონის ექსპერტი ყოფილა, რადგან თურმე უფლებადაცვის პრაქტიკულ საქმიანობაში დიდი გამოცდილება აქვს, (სასამართლოს სრული დაქვემდებარება პროკურატურისთვის, საპროცესო შეთანხმებების გზით, ხალხის გაკულაკების ხარჯზე, სასამართლოს გადაქცევა ბიუჯეთის შემავსებელ ორგანოდ, ციხეებში სისტემური წამების გამპრავებელ ზედამხედველად) ამას გარდა, კეზერაშვილი,(ჯარის გამძარცველი) დათა ახალაია,(ჯალათი) სოსო თოფურიძე (ბინძური დაკვეთების უპირობო შემსრულებელი) და სხვა მსჯავრდებულები თურმე პოლიტიკური დევნილები არიან და ამიტომ მათი ექსტრადირება საქართველოში ჩვენი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დაუშვებელია და ა. შ. და ა.შ.

მოკლედ, ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ გვაინტერესებს, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ მაშინ არის აქტუალური, როცა ეს ჩვენს ინტერესებშია, თორემ თუ თქვენს ანტიდემოკრატ და უფლებების ტოტალურად შემლახველ პოლიტიკოსებს ჩვენი ინტერესების საუკეთესო გამტარებლებად მივიჩნევთ, მაშინ მათ დემოკრატიის შუქურასაც ვუწოდებთ, პოლიტიკურ პატიმრებსაც, პოლიტიკურ დევნილებსაც და ევროსაბჭოში გასაგზავნ უფლებადაცვის ექსპერტებსაც.

ყველა ვხედავთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აშკარა სიმპატიას ამჟღავნებენ ანტიდემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმის იმ ყავლგასული პოლიტიკოსების მიმართ, რომელიც ქართველმა ხალხმა მრავალი წლის თავგანწირული ბრძოლის შედეგად ძლივს მოიცილა, ამის პარალელურად დღევანდელ ხელისუფლებას თავისიანად არ მიიჩნევენ იმის გამო, რომ ეს ხელისუფლება მათ ინტერესებს არ აყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

და ამის შემდეგ ვიღაცეებს უკვირთ, რატომ ხდება საქართველოში ევროპული ღირებულებების დისკრედიტაცია, ანტიევროპული და პრორუსული განწყობების გაძლიერება.
ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების იმ გონიერმა ნაწილმა, რომელსაც არა მხოლოდ ემოციურად და საჩვენებლად უნდა საქართველოს პროევროპულ გზაზე დაყენება, არამედ რეალურად ფიქრობენ ამაზე და ცდილობენ შექმნან ამისთვის ხელსაყრელი პირობები. ამის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გულგატეხილობა, ფლუსტრაცია და უიმედობა ევროპული გზის მიმდევრებისათვის სულ უფრო შეუქცევადი გახდება, ხოლო პარალელურად ასევე შეუქცევლად გაძლიერდება პრორუსული განწყობები.
ჩვენ გვესმის, რომ თვითონ ევროპელები არ არიან დამოუკიდებლები თავის გადაწყვეტილებებში და იძულებულნი არიან შეასრულონ აშშ-ს მოთხოვნები, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია პროევროპულად განწყობილი ქართველებისთვის.

ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ბალანსის დაცვას როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების შესასრულებლად ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებსაც იღებს, რომლებსაც სამართლებრივ ან პოლიტიკურ ნონსენსამდე მივყავართ. მაგალითად, გენერალური პროკურორის ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის, თავმჯდომარის არჩევის წესი, სახალხო დამცველის პოსტის დათმობა ოპოზიციისთვის, შარლ მიშელის ანტიკონსტიტუციური შეთანხმება, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, გეიაღლუმების ჩატარების სავალდებულობის მოთხოვნა, 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელთაგან უმეტესობა აბსურდულია, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ ყველა ანტირუსულ სანქციაზე მიერთების მოთხოვნები და ა. შ. მოთხოვნები, მოთხოვნები, მოთხოვნები…

ამ ყველაფრის ფონზე, ხომ არ დადგა დრო, რომ ვიკითხოთ – გვიღირს კი ისეთი გაერთიანებისაკენ ასე თავქუდმოგლეჯილი სწრაფვა, რომელიც მხოლოდ მოთხოვნებს, თავიანთი ინტერესებისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებას და დანერგვას მოითხოვს და უგულებელყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს?

ნებაყოფლობით ხომ არ მივექანებით ისეთ გაერთიანებაში, რომელიც სერიოზულად შეზღუდავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს?

ერთადერთი, დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებების დაცვა იყო, რაც ევროპაში ჩვენს მისწრაფებას განაპირობებდა და თუ ევროპელი პოლიტიკოსები ამ ღირებულებების განმასახიერებლადაც სააკაშვილის და მისი დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს მიიჩნევენ, გვინდაა ასეთ ევროკავშირში?”-წერს ნანა კაკაბაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება