fbpx

ევროკავშირი, აშშ, ისრაელი და საერთაშორისო ორგანიზაციები ძალადობასა და ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობენ

ევროკავშირი, აშშ, ისრაელი და საერთაშორისო ორგანიზაციები თბილისში განვითარებულ ძალადობასა და ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობენ. ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საგარეო ქმედებების ევროპული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, ასევე სამთავრობო ლიდერებისა და რელიგიური წარმომადგენლების უუნარობას, დაგმოს ეს ძალადობა. ძალადობა უბრალოდ დაუშვებელია და მას გამართლება ვერ ექნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეებმა, ვინც ძალადობას ახორციელებდა, პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ. ევროკავშირი, აშშ, ისრაელი და საერთაშორისო ორგანიზაციები ლიდერებსა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, დაიცვან ჟურნალისტები და ადამიანები, ვინც აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებას ახორციელებს და საჯაროდ დაგმონ ძალადობა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება