fbpx

ევროკავშირის პროკურატურამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ევროკავშირის პროკურატურამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას “პოლიტიკო” ავრცელებს.

გამოცემის მხიედვით, გამოძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის როლზე ამ საკითხში. თუმცა ევროკავშირის პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ფაქტებს იძიებენ ან ვაქცინის რომელ კონტრაქტზეა საუბარი.

ევროკავშირის პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური დანაშაულების, მათ შორის თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და კორუფციის გამოძიებაზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება