fbpx

ედიშერ გვენეტაძე – ჩვენი ქვეყნის ღირსეულმა პრემიერმა დღევანდელი საკმაოდ მოზრდილი და მოზომილი წერილით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის დიდი ღვაწლი ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც ამ დიდ ქართველს მიუძღვის სამშობლოს წინაშე!

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებული კამპანია ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რაც მიზნად საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს.

როგორც გვენეტაძე წერს, ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი უბნელესი ძალები მაინც ვერ ისვენებენ და მოითხოვენ არც მეტი, არც ნაკლები მის განკულაკებას!

„ჩვენი ქვეყნის ღირსეულმა პრემიერმა დღევანდელი საკმაოდ მოზრდილი და მოზომილი წერილით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის დიდი ღვაწლი ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც ამ დიდ ქართველს მიუძღვის სამშობლოს წინაშე!
მიუხედავად იმისა, რომ ეს უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი საკმაო ხანია წასულია პოლიტიკიდან და საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედებას ეწევა!
ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი უბნელესი ძალები მაინც ვერ ისვენებენ და მოითხოვენ არც მეტი, არც მეტი ნაკლები მის განკულაკებას!
დიახ, დიახ, გ ა ნ კუ ლ ა კ ე ბ ა ს!
და უფრო მეტიც მის ქვეყნიდან განდევნას!
ვინაიდან იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ძალას, ისინი ფეხის ტერფამდეც კი ვერ მისწვდებიან ვერასოდეს!
იმიტომაა რომ ისინი, როგორც ნეოტროცკისტ – ნეობოლშევიკები, ყოველგვარი შეფარვის, შენიღბვის გარეშე ითხოვენ მის ექსპროპრეაციას!
ეს ის სულიერი არსებებია, რომელთაც სძულთ ყოველგვარი ქართული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები!
ეს ის სულიერი არსებებია, რომლებსაც საქართველო მხოლოდ ასპარეზად მიაჩნიათ!
ეს ის სულიერი არსებებია, რომლებიც უცხოთა დავალების სანაცვლოდ ანგარების სანაცვლოდ თვალისდაუხამხამებლად საომარ პოლიგონად აქცევენ საქართველოს!
ეს ის ხალხი, რომლებიც იფურთხებიან საქართველოში ხანძრის ჩაქრობის გამო, რატომ ჩაქრა!
ეს ის სულიერი არსებებია, რომლებიც ოცნებობდნენ თუ რამდენად ბევრად მეტი დაღუპული ეყოლებოდა საქართველოს კოვიდ პანდემიისას!
ეს ის სულიერი არსებებია, რომელნიც აცრილნი არიან საქართველოს სიძულვილით!
და ბოლოს ეს ის სუბიექტებია, რომელთაც ეზიზღებათ სრულიად საქართველო!
ნახეთ!
ისინი კიდევ ერთხელ დაგვანახა დღეს პატივცემულმა პრემიერმა მთელი თავიანთი ავლა-დიდებით!
ამიტომაც!
“ვისაც ყურნი გაქვთ ისმინეთ, ხოლო ვისაც თვალნი გასხიათ შეხედეთ”! „ – წერს გვენეტაძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება