fbpx

ედიშერ გვენეტაძე: საქართველომ უნდა აწარმოოს ტაქტიკურად მრავალმხრივი დიპლომატია! რისი დასტურიცაა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით ლონდონში

ედიშერ გვენეტაძე: საქართველომ უნდა აწარმოოს ტაქტიკურად მრავალმხრივი დიპლომატია! რისი დასტურიცაა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით ლონდონში „უდავოა, ქართული დიპლომატია ბოლო ათწლეულის მანძილზე მოქმედებს პრაგმატული გათვლებით და შესაძლებლობათა მაქსიმუმით!“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რომელიც შალვა პაპუაშვილის ვიზიტს ეხმიანება. „არაერთხელ დავწერე და ახლაც ვამბობ, საქართველომ უნდა აწარმოოს ტაქტიკურად მრავალმხრივი დიპლომატია! რისი დასტურიცაა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით დიპლომატიის მექაში ლონდონში! უდავოა ქართული დიპლომატია ბოლო ათწლეულის მანძილზე მოქმედებს პრაგმატული გათვლებით და შესაძლებლობათა მაქსიმუმით! იკითხავთ: რა შედეგებია? შედეგები შემდეგში მდგომარეობს: 1. პირველად ამ ცხრა წლის მანძილზე, სწორედ ამ პოლიტიკური დიპლომატიის მეშვეობით, 30 წლის განმავლობაში საქართველო არ ყოფილა ომში ჩათრეული! 2. საქართველომ დასავლეთთან გააფორმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ასოცირების ხელშეკრულება! 3. დამთავრდა არამკითხე უცხოელი დამრიგებლებისათვის ყველაფერზე უსიტყვოდ თავის ქნევის პოლიტიკა! სწორედ ასეთი პოლიტიკის გამო აირჩია ქართველმა ხალხმა, მესამე ვადით პარტია “ქართული ოცნება,”! უდიდესი ალბათობით თუ ასე გაგრძელდა და დარწმუნებული ვარ ასე იქნება, 2024 წელსაც გარანტირებულია ხელისუფლებაში ისევ ამ ძალის მოსვლა! ვისაც გეწყინათ რეალობის და პროგნოზირების ასეთი ასპექტი, ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობითაა წყაროს ცივი წყალი და შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვას!“-წერს გვენეტაძე Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება