fbpx

ედიშერ გვენეტაძე: თუ ვინმე ვერ ხვდება რა პროცესები მიმდინარეობს ეგ მისი პრობლემაა! მიმდინარეობს უდიდეს ვეშაპებს შორის გეოპოლიტიკური ომი და არის უდიდესი მცდელობა, ჩვენ ლიფსიტა გადაგვყლაპონ “კიტებმა”

თუ ვინმე ვერ ხვდება რა პროცესები მიმდინარეობს ეგ მისი პრობლემაა! მიმდინარეობს უდიდეს ვეშაპებს შორის გეოპოლიტიკური ომი და არის უდიდესი მცდელობა, ჩვენ ლიფსიტა გადაგვყლაპონ “კიტებმა”! – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

ექსპერტის თქმით, საქართველო ამ ბრძოლას მოიგებს, ვინაიდან მას სწყალობს და ფარავს ღვთისმშობელი, ხოლო სათავეში დგას კაცი, რომელმაც 2011 წლის 5 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე ყველა ბრძოლა მოიგო.

„თუ ვინმე ვერ ხვდება რა პროცესები მიმდინარეობს ეგ მისი პრობლემაა! მიმდინარეობს უდიდეს ვეშაპებს შორის გეოპოლიტიკური ომი და არის უდიდესი მცდელობა, ჩვენ ლიფსიტა გადაგვყლაპონ “კიტებმა”!
ვისაც ოდნავი ტვინის ხვეული აქვს მიხვდება რა თქვა 29 აპრილს ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ მ ა!
ამ კაცმა გახსნა ყოველგვარი დახურული ფრჩხილები და თქვა:
თუ ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდნეს ეს ქვეყანა საბოლოოდ აღიგავება პირისაგან მიწისაო!
ანუ დღევანდელმა ხელისუფლებამ გვითხრა!
მამულს, ენას, სარწმუნოებას გვართმევენ და უნდა ვიბრძოლოთ. თორემ რაც იდენტობისათვის მამა-პაპამ დაგვიტოვა, იმის გარეშე დავრჩებითო!
აკი საქართველოს მტრებმა პირდაპირ გააჟღერეს-
რა სარწმუნოება, რი სარწმუნოებაო!
რა ოჯახი, რი ოჯახიო!
რა ტრადიცია, რი ტრადიციაო!
რა ქალის და მამაკაცის ქორწინება, რი ვაჟისა და ქალის ქორწინებაო!
მთავარია გეი ქორწინებების ახლო მომავალში დაკანონებაო!
ანუ
რა ქართული სახელმწიფო, რი ქართული სახელმწიფოო!
რა ქართველი, რი ქართველიო!
მოკლედ ჯერჯერობით გამოუცხადებელ, მაგრამ შუაგულ ომში ვართ!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება