fbpx

ეგე, ჰელენ გოგიევიჩმა ისევ დაარტყა რუსეთსა-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი-

ეგე, ჰელენ გოგიევიჩმა ისევ დაარტყა რუსეთსა!

ჰელენმა ამჯერად ისეთი ეკონომიკური პროგრამა შეიმუშავა, მიმიქარავს მიხა სააკაშვილისა და რომანა გოცირიძის ეკონომიკური ნაშრომები!

მისი ,,გამოკვლევებულობის” თანახმად, რუსი ტურისტი არის ძალიან დაბალმხარჯველი.

თუ აშშ-დან ჩამოსული ადამიანი ხარჯავს 3800 ლარს, რუსეთიდან ჩამოსული ხარჯავს 1282 ლარს, სამჯერ ნაკლებს.

ამ ყველაფერს როგორმე აიტანდა ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ როგორც გოგიევიჩი ამტკიცებს, დაბალმხარჯველი ტურისტი აფუჭებს ბაზას და აგდებს ხარისხს, რაც იწვევს სხვა ქვეყნების ტურისტების გადინებას. ესე იგი, ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან და აშშ-დან შემოსული ტურისტები ხედავენ რა რუსების მიერ დაგდებულ ხარისხს, გვეჭყანებიან და გარბიან.

რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ?!

როგორც ჰელენის დოქტრინაში ვკითხულობთ, რუს ტურისტებს სასწრაფოდ უნდა დავაკისროთ ფინანსური გადასახადი. მხოლოდ 2 თვეში ამ მეთოდით საქართველო მიიღებს 20 მილიონ ლარს.

ამ თანხას დავხარჯავთ დევნილებზე და რაც დაგვრჩება, გამოვიყენებთ უკრაინის ომში.

ხედავთ, როგორი გენიოსური მოსაზრებაა?

რუსებს დავუწესებთ გადასახადს, ავახევთ მაყუთს და მერე ამავე მაყუთით დავამარცხებთ ომში.

თქვენი არ ვიცი და… მე ჰელენ გოგიევიჩის ეკონომიკურ ნაშრომში ყველაზე ძალიან ფინალი მომწონს – რუსეთის გაფარჩაკება რუსეთისავე ფინანსებით.

ოხ, შენ გენაცვალე, გოგია ძიავ, ეგეთი პატრიოტულად გამსჭვალული შვილი რო გაზარდე და ასპარეზზე გამოიყვანე!

ისა და… ამ რუსეთს მართლა რამე რო დეემართოს, ჰელენმა და გოგიამ საიქიოდან გამოგზავნილი ჰონორარები ,,ჩერეზ” საიდან უნდა მიიღონ, პირდაპირ ,,სამოთხიდან” გადმოერიცხებათ?

რავი, აბა?!

ვააახ, კაცოოო… ხან იგეთ რაღაცას მაიგონებენ, გაგაოგნებენ კაცსა… არადა, მოგვადგა რთველი კარსა, ეხლა მაგი დრო იყო?!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება