fbpx

დღეს, წერტილი დაესვა, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, რომ თითქოს საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გაქრა

მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს “სირცხვილია” დაირქვას და “შულავერის კომიტეტის” მემკვიდრეობა გადაიბაროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი NATO-ს მადრიდის სამიტზე, ამერიკისა და ევროპის პირველ პირებთან სახელმწიფო მნიშვნელობის შეხვედრებს მართავს.

ერთ დღეში, ოფიციალური შეხვედრების გამართვა ჯო ბაიდენთან, ბორის ჯონსონთან, ემანუელ მაკრონთან, შარლ მიშელთან, მაგდალენა ანდერსონთან, აშშ-ს სენატის დელეგაციასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან არა მხოლოდ NATO-ს სამიტის ჭრილში, არამედ საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით არის გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე.

დღეს, წერტილი დაესვა, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, რომ თითქოს საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გაქრა. ამ შეხვედრების პირველი შედეგი NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში უკვე აისახა, უფრო გრძელვადიან შედეგებს კი მალე ვიხილავთ.-წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება