fbpx

დღეს ჩვენ, გავიხსენეთ ჩვენი დროის გმირები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს-დავით კარგარეთელი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა მოადგილეებთან ერთად  პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გმირურად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას.

გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან აგვისტოს ომში , ქვეყნის ღირსებას ზურაბ ბეგიაშვილი, ლევან დევდარიანი და ევგენი ხარძიანი იცავდნენ.

„დღეს ჩვენ, გავიხსენეთ ჩვენი დროის გმირები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყანას თავისუფლება აჩუქეს. მათი თავგანწირვა შეუფასებელია ქვეყნისა და ერის წინაშე“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება