fbpx

დღეს საქართველოს სწორედ რომ “საერთაშორისო კორპორაცია” ებრძვის იმ ზემოთ ხსენებული ინსტრუმენტების მეშვეობით-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი: შვეიცარიული საბანკო სისტემის გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის “კრედიტ სუისის” მიერ წლების წინ მოპარული მილიარდი დოლარის, სასამართლოს მიერ დაკისრებული დაბრუნების პროცესი – ხელოვნურად გააჭიანუროს, ერთ რამეზე მეტყველებს – “პროექტი” საქართველოს აფეთქებას საფუძვლიანად შეუდგა „ის რეალური ომი, რომელშიც ჩაფლულია დღეს საქართველო – სცდება როგორც ნაცსექტასთან გამკლავების შიდა ფარგლებს, ასევე უკრაინის მიერ წარმოებულ პოლიტიკური ბრძოლის მასშტაბებს. დღეს საქართველოს სწორედ რომ “საერთაშორისო კორპორაცია” ებრძვის იმ ზემოთ ხსენებული ინსტრუმენტების მეშვეობით. ანუ, ის “პროექტი” – რომელმაც პრაგმატიზმზე აგებული დიდი პოლიტიკა, ფსევდოფასეულობებზე დამყარებული იდეოლოგიით ჩაანაცვლა“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით ეს “პროექტი” ნამდვილად არის დარწმუნებული, რომ ამ ხელისუფლების “სიხისტე” და დაუმარცხებლობა – “ოლიგარქ ივანიშვილზე” და მის ფინანსურ შესაძლებლობებზეა დაფუძნებული. რომ, როგორც კი მოახდენენ მის ფინანსურ დასუსტებას, როგორც კი გამოაცლიან მოსახლეობას მის მიმართ, როგორც ქვეყნის მატერიალური “გადამრჩენის”, იმედს – პანიკაში ჩავარდნილი ქართველი ხალხი “მიშა-მიშას” ძახილით ქუჩაში გამოვარდება. „ეს ტერმინოლოგია: “საერთაშორისო კორპორაცია” ან “პროექტი” (©დათო მაღრაძე) – იმაზე უფრო ფართოა და ყოვლისმომცველი, ვიდრე “ომის პარტია” ან “მეხუთე კოლონა”. ხოლო ის რეალური ომი, რომელშიც ჩაფლულია დღეს საქართველო – სცდება როგორც ნაცსექტასთან გამკლავების შიდა ფარგლებს, ასევე უკრაინის მიერ წარმოებულ პოლიტიკური ბრძოლის მასშტაბებს. დღეს საქართველოს სწორედ რომ “საერთაშორისო კორპორაცია” ებრძვის იმ ზემოთ ხსენებული ინსტრუმენტების მეშვეობით. ანუ, ის “პროექტი” – რომელმაც პრაგმატიზმზე აგებული დიდი პოლიტიკა, ფსევდოფასეულობებზე დამყარებული იდეოლოგიით ჩაანაცვლა. რომელმაც უკვე მოახერხა ამერიკის ორად გაყოფა. რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია ევროპაში მრავალფეროვან, თვითმყოფად ერებში თვითიდენტობის ამოძირკვის საქმეში. რომელმაც “ფერადი რევოლუციების” მეშვეობით – პოსტსაბჭოურ სივრცეში მოსახლეობის ერთ მართვად ბიომასად გადაქცევის პროცესები წამოიწყო. რომელიც დღეს ასე გაშმაგებული ცდილობს საქართველოს “მეორე ფრონტად” აფეთქებას – ვინაიდან რუსეთთან ფართომასშტაბიან ომშია შესული. არა უკრაინა, რომელიც უბრალო მსხვერპლია, არამედ – “საერთაშორისო კორპორაცია” ანუ “პროექტი”, რომელსაც რუსეთის დამარცხების საქმეში ამჟამად მომდევნო მსხვერპლი სჭირდება, საქართველოს სახით. ეს “პროექტი” ნამდვილად არის დარწმუნებული, რომ ამ ხელისუფლების “სიხისტე” და დაუმარცხებლობა – “ოლიგარქ ივანიშვილზე” და მის ფინანსურ შესაძლებლობებზეა დაფუძნებული. რომ, როგორც კი მოახდენენ მის ფინანსურ დასუსტებას, როგორც კი გამოაცლიან მოსახლეობას მის მიმართ, როგორც ქვეყნის მატერიალური “გადამრჩენის”, იმედს – პანიკაში ჩავარდნილი ქართველი ხალხი “მიშა-მიშას” ძახილით ქუჩაში გამოვარდება “პროექტის” კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნით! სწორედ ამას ემსახურება ამ “საერთაშორისო კორპორაციის” პატრონაჟის ქვეშ მყოფი შვეიცარიული საბანკო სისტემის მხრიდან აქამდე გაუგონარი და “ნონსენსური” გადაწყვეტილება: ბიძინა ივანიშვილისთვის ბანკ “კრედიტ სუისის” მიერ წლების წინ მოპარული მილიარდი დოლარის, სასამართლოს მიერ დაკისრებული დაბრუნების პროცესი – ხელოვნურად გააჭიანუროს, ამ კუთხით აქამდე საათივით აწყობილი შვეიცარიული საბანკო სისტემისათვის უდიდესი რეპუტაციული ზიანის მიყენების მიუხედავად! რაც მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – “პროექტი” საქართველოს აფეთქებას საფუძვლიანად შეუდგა! ამას აქამდეც ადასტურებდნენ “პროექტის” ისეთი “ინსტრუმენტები”, როგორიც არიან ჩვენი ნაცსექტა, არახამია, პოდოლიაკი, არესტოვიჩი და ა.შ. – როდესაც საქართველოს “დეოლიგარქიზაციის” ლოზუნგი წამოჭიმეს და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე ალაპარაკდნენ. ზეგ საქართველო სწორედ იმ დღესასწაულს ზეიმობს, რომლის ფაქტორი “საერთაშორისო კორპორაციას” თავის “გამარჯვების” გეგმებში გათვალისწინებული საერთოდ არა აქვს და რომელსაც “წილხვედრობა” ეწოდება. არა აქვს ამ “პროექტს” ასევე ის გარემოება გათვალისწინებული, რომ ქართველი ხალხი თავის სახელმწიფოებრივ, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ მისწრაფებებს არასდროს საზღვრავდა 30 ვერცხლის საფასურად. ამ “პროექტის” მონაწილეების გარდა რა თქმა უნდა, რომლებსაც მე მოფერებით იმ “ანტიქრისტეს ტახტმაშენებლებს” ვუწოდებ, რომელთა საბოლოო მარცხი მრავალტანჯულ, მაგრამ გაბრწყინებულ იბერიაში – გარდაუვალია!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება