fbpx

დღეს საქართველოს მოსახლეობისა და ჯანსაღი ძალების ამოცანა უნდა იყოს მობილიზაცია იმ 12 პუნქტის შესასრულებლად-კახა კახიშვილი

სახელს არ არქმევენ, რომ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადებიან.ეს დროებითი მთავრობა, უბრალოდ კარგად შეფუთული სცენარია ხელისუფლების ხელში ასაღებად, მაგრამ ეს უბრალოდ არ გამოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველაფერს რომ თავის დავანებოთ, დღეს საქართველოს მოსახლეობისა და ჯანსაღი ძალების ამოცანა უნდა იყოს მობილიზაცია იმ 12 პუნქტის შესასრულებლად. სხვათა შორის, შრომატევადი საქმეა და მე არ მესმის 6 თვეში რამდენად შეიძლება ამდენად გლობალური რეფორმების გატარება, მაგრამ უნდა ვეცადოთ. დღეს მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ჟესტი ოპოზიციის მხრიდან იქნებოდა მათ ეთქვათ, რომ ბატონებო, დავსხდეთ სტრატეგიული გეგმა დავწეროთ, როგორ რას ვაკეთებთ და დავიწყოთ მუშაობაო. ხელისუფლება ამაზე მუშაობს 2013 წლიდან. ზუსტად ხელისუფლების დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია, ხელმოწერები, რეკომენდაციების შესრულება, ინდიკატორების შესრულება. ეს ყველაფერი ხელისუფლებას რომ არ სდომებოდა დღეს საერთოდ საუბარიც არ იქნებოდა ამ პერსპექტივაზე“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება