fbpx

დღეს სააკაშვილის ბრძანებით, ქართული სამხედრო შენაერთები წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვებს კოდორის ხეობას-ედუარდ ჯიშკარიანი

სამხედრო ვეტერანი ედუარდ ჯიშკარიანი კოდორის ხეობის დაკარგვას იხსენებს-დღეს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, ქართული სამხედრო შენაერთები წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვებს კოდორის ხეობას. იგივე ბრძანების თანახმად, აღნიშნული ქვედანაყოფების სრული განიარაღება მესტიაში უნდა განხორციელებულიყო, რადგან არსებობდა ორი ძირითადი საშიშროება:

პირველი: გაბრაზებული ჯარი არ დაემორჩილებოდა ბრძანებას და რუსებს წინააღმდეგობას გაუწევდა, რითიც დაირღვეოდა 10 აგვისტოს მიღწეული შეთანხმება რუსი “სამშვიდობოების“ ზუგდიდში განთავსების თაობაზე;

მეორე: გაბრაზებული ჯარი ამ შეიარაღებით თბილისში მიადგებოდა მოღალატე უმაღლეს მთავარ სარდალს;

გარკვეული კატეგორია სამხედრო მოსამსახურეებისა, ვინც მაინც არ დაემორჩილა აღნიშნულ ბრძანებას და მესტიაში იარაღის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, მოგვიანებით გასამართლდებიან ბრძანების შესრულების ან დეზერტირობის მუხლით.
აღნიშნული მუხლით კი 500 ჯარისკაცამდე იქნა პასუხისმგებაში მიცემული და არცერთი მეთაური.

ერთად გავიხსენოთ 12.08.08


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares