fbpx

დღეს ვიზაჟისტები და მასაჟისტები რომ აღარ მართავენ ქვეყანას, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი სწორედ გუშინდელი დღე იყო-დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი-

პატარა ისტორიული პარალელების გავლება მინდა გუშინდელ დღე-სასწაულთან დაკავშირებით. პირველი ემოცია – სრული მოულოდნელობა. ზე-სასიამოვნო ხასიათის რა თქმა უნდა. საზოგადოების უმრავლესობა 26 მაისის სახალხო ზეიმად გადაქცევის მოლოდინშიც კი არ იყო, ბევრს ამ დღეს ქვეყნის ხელმძღვანელობის საქართველოში ყოფნის ფაქტიც კი ეეჭვებოდა. გათენდა. იფეთქა, ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ კვირტებივით რამოდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად ქვეყნისადმი სიყვარულით გაჟღენთილმა პატრიოტულმა სანახაობამ. გამოვიდა მზიანი უღრუბლო ცის ქვეშ სახლებიდან პოსტპანდემიური და დაუსწრებლად “ნაომარი” დეპრესიული მოსახლეობა და სინერგია ხალხსა და ხელისუფლებას შორის – შედგა!შემდეგ იყო საღამო. ულამაზესი ერთიანობა ძლიერი, მონოლითური, ახალგაზრდა, პატრიოტული ხელისუფლების, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების, აქ აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის – ქართულ საზოგადოებასთან, სამღვდელოებასთან, მსახიობებთან, მომღერლებთან მუსიკოსებთან, სპორტსმენებთან, ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან, სამხედროებთან – ნუ, მოკლედ მათ “ჩაურეცხავ” მაწილთან. იყო ზეიმით გაჟღენთილი საუბრები, ურთიერთგაცნობა, აზრთა გაზიარება და ერთსულოვანი შეგრძნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ძალიან უნდოდა – წლევანდელი 26 მაისი ქვეყანაში არ შემდგარიყო, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის თემაზე ვიღაცის სამხედრო ჩექმას წერტილი დაესვა, მაგრამ ეს ყველაფერი აი ამ ხალხის, ჩვენი ერთოვლბლივი ძალისხმევით ვერ მივართვით იმათ, ვინც გუშინდელ დღეს სამგლოვიარო განწყობით შეხვდა.ხოლო ისტორიული პარალელები თუნდაც იმაშია, რომ ყველას კარგად გვახსოვს, თუ ვინ და როგორ აწყობდა ყოფილი ხელისუფლების დროს “სანახაობებს” ქვეყანაში. გვახსოვს ბელადის იმ ვიზაჟისტის ვინაობაც, სახელისუფლებო “ივენთების” ჩატარებაზე საკუთარ თავს რომ მიანიჭა “მთავარსარდლობა”, ზუსტად ის – 2004 წლის 23 ნოემბერს მერიის შენობიდან ალქაჯივით რომ მიუვარდა პარლამენტის შენობასთან რამოდენიმე გენერალს, 40 წუთით ადრე ფეიერვერკების გაშვებაზე რატომ მიეცითო ბრძანება – “დაგბრიდავთ, გაგანადგურებთ” ბღავილით. დიახ, იმ ვიზაჟისტის, 2004 წლის ივლისში, სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში რომ იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც ახალ არბატზე კლუბ “მეტელიცაში” ისეთ დონეზე დათვრა, საკუთარ თავს “მიშაზე უფრო მიშას” რომ უწოდებდა და მომავალი ოკუპანტის დედაქალაქში სახელმწიფო საიდუმლოებით გაჟღენთილი ინფორმაციით უხვად კვებავდა მადლიერ მსმენელს…დღეს ვიზაჟისტები და მასაჟისტები რომ აღარ მართავენ ქვეყანას, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი სწორედ გუშინდელი დღე იყო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება