fbpx

დღეს ელენე ხოშტარია და მისი მიმდევარი ხოშტერისტები გვთავაზობენ ახალ ლოზუნგს „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს საქართველოს-ნანა კაკბაძე

ნანა კაკაბაძე-

რა არის ხო-შტერიობა?!ალბათ ბევრს ახსოვს ძველი ლოზუნგები – „ამერიკა გადაგვარჩენს!“ „ევროპა გადაგვარჩენს!“ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს!“, „სოფელი გადაარჩენს საქართველოს!“ და ა. შ. დღეს ელენე ხოშტარია და მისი მიმდევარი ხოშტერისტები გვთავაზობენ ახალ ლოზუნგს „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს საქართველოს!“ სინამდვილეში მათი ამ ლოზუნგის ქვეტექსტი ასეთია: „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს ნაცებს“ და მისცემს მათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს!“ ამიტომ მიმართეს ხო-შტერისტებმა მსოფლიოს მამებს: „დეიდებო, ბიძიებო, თქვენი მუხლების ჭირიმე, საქართველოს ერთი ბოროტი გველეშაპი შემოხვევია, ახრჩობს და ანადგურებს, გვიშველეთ რამე, დაადეთ სანქციები მის ქონებას და ივერიაც გაბრწყინდება!“ (ქვეტექსტით:ნაცები გავბრწყინდებით)ადრე, სანამ ეს გველეშაპი ქველმოქმედებას ეწეოდა, ყველას ეხმარებოდა, ბიზნესისა გარდა პოლიტიკაშიც ერეოდა და თავისი წვლილი 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებაშიც (ზოგისთვის „ვარდების რევოლუციაში“) შეიტანა, „რეფორმატორების“ ლამაზი ლოზუნგებით მოხიბლულმა სხვადასხვა სახელმწიფო რეფორმები (პოლიციის, არმიის და ა. შ.) დაუფინანსა ნაცებს, ხოლო „რევოლუციის“ პირველ წლებში მინისტრებსაც ის უხდიდა ხელფასებს. ამ დროს ეს „გველეშაპი“ მათ თვალში „კეთილი ფერია“ იყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიძინამ გაიგო ნაცების ბუნება, მათი ანტისახელმწიფოებრივ რეჟიმად ჩამოყალიბება, რის შემდეგაც გაემიჯნა მათ და ქართული ანტიფაშისტი საზოგადოების ლიდერად იქცა, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ის ნაცებისთვის მონსტრი და სისხლისმსმელი ურჩხული.მანამდეც კი იცოდნენ ხო-შტერისტებმა, რომ ბიძინა ივანიშვილი „პუტინის ნდობით აღჭურვილი ოლიგარქი“ იყო, მაგრამ მათ თვალში მაინც კეთილ ფერიად რჩებოდა, რადგან მაშინ „ფულს სუნი არ უდიოდა“. მაგრამ გამოხდა ხანი და „კეთილი ფერია“ “უბოროტეს მონსტრად” გადაიქცა და უცებ გახდა „პუტინის მონაც“, „რუსი ოლიგარქიც“, „ქვეყნის მტერიც“ და სხვა ათასი უბედურება. ქვეყნის გადამრჩენი პატრიოტი ხო-შტერიები დიდი ენთუზიაზმით აწერენ ხელს ივანიშვილის სანქცირების პეტიციაზე და უმტკიცებენ მსოფლიოს, რომ 2012 წლამდე საქართველო იყო ნათელი და პროგრესული, ხოლო „ურჩხულის“ მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ ჩაესვენა მზე დემოკრატიისა, სიკეთისა და სიყვარულისა, რომ საქართველო ერთი პირის საწარმოა, რომ მხოლოდ გველეშაპი ბიძინას ნებით ხდება ყველაფერი, რომ ის აყალბებს არჩევნებს, ყველას ატყვევებს და ასამართლებს პოლიტიკური ნიშნით, რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავის დაძვრენაში. მოკლედ, ცნობილი ზღაპრისა არ იყოს, მთავარი ურჩხულის (პუტინის) მოკვლა თუ გინდათ, აჰა, მიიღეთ მისი სიცოცხლის მასაზრდოებელი რეგიონალური ურჩხულის (ბიძინას) თავი და გადაეკეტება მთავარ ურჩხულს სიცოცხლის ერთ-ერთი მასაზრდოებელი მთავარი წყარო.არადა, მართლაც ხო შტერი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ ხვდებოდე ელემენტალურს: თუ შენი ქვეყანა ურჩხულისგან დაპყრობილია, თუ ეს ურჩხული ყველა არჩევნებს აყალბებს (თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლები სხვას ამბობენ), თუ არც დემოკრატია გაქვს, პოლიტპატიმრებიც გყავს, თავისუფალი არც სასამართლო გაქვს, არც პოლიცია და არც პროკურატურა, არც საბაზრო ეკონომიკა გაქვს და საერთოდ, დაქცეული ქვეყანა ხარ, როგორ მოითხოვ, რომ ასეთ ქვეყანას მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი? ან იქნებ მთლად შტერიც არა ხარ, თავს იშტერებ მხოლოდ და სწორედ იმიტომ ადგენ პეტიციას, რომ შენმა ქვეყანამ ეს სტატუსი არ მიიღოს.მოკლედ, ძნელია ხო-შტერიების ლოგიკის გაგება, მათი მხოლოდ მათნაირებს ესმით, რომლებიც ღვთის მადლით, არც ისე ბევრნი არიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება