fbpx

დღეს არანაირ საკადრო საკითხს არ განვიხილავთ, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე

დღეს უკრაინის რადა არ განიხილავს არანაირ საკადრო საკითხს, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნას. ამის შესახებ „უკრაინა 24“-ის ეთერში, პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა ევგენია კრავჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„დღეს არანაირ საკადრო საკითხს არ განვიხილავთ, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე. ნამდვილად ხმების საკმარისი რაოდენობა არ არის მის კანდიდატურაზე“,-აღნიშნა კრავჩუკმა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა, დამატებითი კონსულტაციები გაიარა სხვა პოლიტიკურ ძალებთან. „ეს პოლიტიკაა, ეს დემოკრატიაა და ასეთია რადას გადაწყვეტილება“,-დასძინა კრავჩუკმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება