fbpx

დღეიდან კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს აცრილებისთვის

“აიცერი და მოიგე” – აცრილებისთვის 13 სექტემბრიდან ყოველდღიური გათამაშება დაიწყება. შემთხვევითი შერჩევით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს აცრილებისთვის.

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად – 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, 31 დეკემბერს “საქართველოსსაზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ადამიანებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ.

გათამაშება და შედეგები ყოველდღე, 12 საათზე გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge.

გათამაშების შედეგების გამოქვეყნებისას იქნება ისევ ის კოდი, რომელიც მარტო თქვენ გეკუთვნით და ვაქცინაციისას მოგენიჭათ.

1000 ლარამდე მოგებულ თანხას ლატარიის ნებისმიერ სერვისის ცენტრში გაანაღდებთ. თუ 1000 ლარზე მეტი თანხაა გათამაშებული, ლატარიის კომპანია თანხას ანგარიშზე ჩაგირიცხავთ.

აღსანიშნავია, რომ თუ ვაქცინირებული პირი გათამაშებაში მოიგებს, შემდეგ გათამაშებაში მისი კოდი აღარ იქნება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება