fbpx

დღეიდან ვუბრუნდები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს-არჩილ ჩიქოვანი

“ქართული ოცნების”  ბათუმის მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს  დაუბრუნდა და წინასაარჩევნო კანპანიას განაგრძობს.      
არჩილ ჩიქოვანი მადლობას უხდის ყველა ექიმს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.    
“დღეიდან ვუბრუნდები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და განვაგრძობ წინასაარჩევნო კამპანიას.მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს, რომლებიც დამეხმარნენ გამოჯანმრთელებასა და კოვიდ 19-ის დამარცხებაში. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში, თანადგომა და მხარდაჭერა გამომიცხადა.” – წერს სოციალურ ქსელში არჩილ ჩიქოვანი.        

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება