fbpx

დუშეთის მუნიციპალიტეტში 29-30 აპრილს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად მონიტორინგის მიზნით უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც გასული 2 დღის განმავლობაში  მოსულმა უხვმა ნალექმა საავტომობილო გზებზე გადაადგილების   პრობლემები შექმნა. 

მერის თქმით, ადგილზე მობილიზებული ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს როგორც უკანაფშავის, ისე ბარისახოს, გუდამაყრის, და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ადიდებულმა მდინარე არაგვმა კალაპოტი იცვალა და ასევე მეწყერსაშიში ზონები შეიქმნა. “შესაბამისი უწყებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მუშაობას კვლავ განაგრძობენ მერიის სამსახურებთან ერთად, რათა  დროულად მოხდეს მოსახლეობისათვის  შექმნილი პრობლემების მოგვარება” – განაცხადა მაცავო ნარიმანიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება