fbpx

დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო
ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს

ამ ეტაპზე უკვე აღდგენილია სამანქანე გზები გუდამაყრისა და ხანდოს ხეობაში,
ამირთასა და ჩადისციხეში. ასევე, გაწმენდილია ოშპიტელი-გუდამაყრის
საავტომობილო გზის მონაკვეთი, სადაც უხვი ნალექის შედეგად, დღეს დილით
კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა.
დაბა ფასანაურში იწმინდება სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს დაზიანებული
ელექტროსადენების აღდგენა.
ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური
რესურსით.
აღდგენით სამუშაოებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მაცაცო
ნარიმანიძიესთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები. ისინი 24 საათიან
რეჟიმში მუშაობენ, რათა შექმნილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.
აღსანიშნავია, რომ გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის
მასშტაბით პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება