fbpx

დუშეთის კულტურის სახლში ჩეხეთის ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოფენა “ჩემი სამშობლო ცვლილებების გზებით“ გაიხსნა

ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ჩეხეთის ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოფენა “ჩემი სამშობლო ცვლილებების გზებით“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილ იქნა ჩეხი ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში განხორციელებული ცვლილებები.▶️ როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ მიკისკამ აღნიშნა, გამოფენის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ის სამოქალაქო ინიციატივები, რომლებმაც განაპირობეს საჯარო სივრცეებისა და შენობების გაუმჯობესება ჩეხეთში და ამ პატარა ნაბიჯებით მისცეს მოტივაცია ქართულ საზოგადოებასაც.▶️ ჩეხეთის ცენტრის ხელმძღვანელმა ივანა ბურსიკოვამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ყოველი შენობის ისტორიის უკან დგას ადგილობრივი ხალხი, რომლებმაც ერთობლივად გადაწყვიტეს შეეცვალათ საკუთარი სახლი უკეთესობისკენ.▶️ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ საუბრისას აქცენტი ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე გააკეთა, რომლებიც ხელს უწყობს როგორც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე გარემოს დაცვასა და განვითარებას. “რაც შეეხება კულტურული კავშირების გაღრმავებას,ჩვენ აგრეთვე მზად ვართ სამომავლო თანამშრომლობისათვის” – განაცხადა მან.✅ ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი “ქალილო”, რომლის ხელმძღვანელმა ნუგზარ (დავით) ქავთარაძემ სტუმრებს საჩუქრად “ქალილოს” სიმღერების კრებული გადასცა.✅ გამოფენას ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან ერთად დუშეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ▶️ ცნობისათვის, აღნიშნული ექსპონატების ადგილზე ნახვა დამთვალიერებელს შემდეგი ორი კვირის განმავლობაში კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით შეეძლება, ხოლო შემდგომ გამოფენა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში მოეწყობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება