fbpx

დუშეთიდან სოფელ ყვავილამდე მისასვლელ ე.წ. “ჯორმუხისა”  და კობიაანთკარის დასახლებაში მდებარე საავტომობილო გზებზე ბეტონის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.

ქალაქ დუშეთიდან სოფელ ყვავილამდე მისასვლელ ე.წ. “ჯორმუხისა”  და კობიაანთკარის დასახლებაში მდებარე საავტომობილო გზებზე ბეტონის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.

მონიტორინგის მიზნით,  მიმდინარე სამუშაოებს  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან იოსებ ღარიბაშვილთან, სამშენებლო-საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის” დირექტორთან დავით ჩახტაურთან და მერის წარმომადგენელთან შალვა ინაშვილთან ერთად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პარალელურად, ზემოაღნიშნული პროექტების ფარგლებში, აგრეთვე, გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობაც.

“495 296 ლარის ღირებულების  სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და  მოსახლეობა პირველად, 32 წლის განმავლობაში, მოხრეშილი გზის ნაცვლად, კომფორტული, ბეტონის საფარიანი გზით ისარგებლებს.” – განაცხადა ოთარ ჩხეიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება