fbpx

დიღმის მასივში ასფალტის საფარი 7 069კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

დიღმის მასივში ასფალტის საფარი 7 069კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა
დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურა 7 069
კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა. ჯამში, ასფალტის საფარი რვა მისამართზე დაიგო.
ასფალტის საფარი მოწესრიგდა ტერევერკოს ქუჩის N36-ის ეზოში და
ტროტუარებზე, ბელიაშვილის ქუჩის N68-ში, ლუბლიანას ქუჩის N11/3-ში, დიღმის
მასივის პირველი კვარტლის მე-13 და მე-14 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის
მესამე კვარტლის პირველ და პირველ ა კორპუსების მიმდებარედ. ამორტიზებული
ტროტუარები პაიჭაძის ქუჩაზე სრულად შეიცვალა და ქვეითებს გადაადგილებაში
პრობლემა აღარ ექმნებათ.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 319 395 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება