fbpx

დიტო სამხარაძე – დიმა ჩიქოვანი კეზერაშვილის ცოლის ძმაა, კეზერაშვილი და მერაბიშვილი მისი ხელით აფინანსებენ ორგანიზაციას “ნაბიჯი”, რომელიც აქტიურად ყოფილა ჩართული ბოლო დღეების მოვლენებში და მიბარებული აქვთ სტუდენტების და ლექტორების ბულინგის მიმართულება. თუ არასწორს ვწერ, გამოაქვეყნეთ დღევანდელი გადარიცხვები!

დიმა ჩიქოვანი არის კეზერაშვილის ცოლის ძმა. კეზერაშვილი და მერაბიშვილი სხვა ტელევიზიებთან და ორგანიზაციებთან ერთად დიმა ჩიქოვანის ხელით აფინანსებენ ორგანიზაციას “ნაბიჯი”, რომელიც აქტიურად ყოფილა ჩართული ბოლო დღეების მოვლენებში და მიბარებული აქვთ სტუდენტების და ლექტორების ბულინგის მიმართულება – ამის შესახებ “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული ვინმე დათო ჩხობაძე, რომელიც დღეს აქტიურობდა ლექტორი ელიზბარ ელიზბარაშვილის პროვოკაციის მოწყობაში და ამის შემდეგ მიცა ინტერვიუები “ნაცმოძრაობის” ტელევიზიებს, რისთვისაც ჩიქოვანმა დღესვე გადაურიცხა 1000 ლარი.

“მოკლედ ასეთი ამბავია, დიმა ჩიქოვანი არის კეზერაშვილის ცოლის ძმა. კეზერაშვილი და მერაბიშვილი სხვა ტელევიზიებთან და ორგანიზაციებთან ერთად დიმა ჩიქოვანის ხელით აფინანსებენ ორგანიზაციას “ნაბიჯი”, რომელიც აქტიურად ყოფილა ჩართული ბოლო დღეების მოვლენებში და მიბარებული აქვთ სტუდენტების და ლექტორების ბულინგის მიმართულება.
როგორც მეუბნებიან, ამ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული ვინმე დათო ჩხობაძე, რომელიც დღეს აქტიურობდა ლექტორი ელიზბარ ელიზბარაშვილის (თუ სახელი არ მეშლება) პროვოკაციის მოწყობაში და ამის შემდეგ მიცა ინტერვიუები ნაცების ტელევიზიებს, რისთვისაც ჩიქოვანმა დღესვე გადაურიცხა 1000 ლარი. ოღონდ თან აგინებდა ამ ორგანიზაციის სტუდენტებს, მაგათი თითო განცხადება 1000 ლარი გვიჯდებაო.
რას კადრულობენ ხვდებით? ბოლშევიკურ თუ ფაშისტურ განცხადებებს თხოვენ და ფულს უხდიან ამაში.
თუ არასწორს ვწერ რამეს, გამოაქვეყნეთ დღევანდელი გადარიცხვები!!!!!- წერს დიტო სამხარაძე.

მისივე თქმით, დიმა ჩიქოვანი ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრია, რომელიც ამბობს – “მაგ სტუდენტებმა ერთი ადგილი რომ გაანძრიონ, თითო განცხადება ათასი ლარი მიჯდებაო”.
“დიმა ჩიქოვანი ვინაა??
ნაცების პოლისაბჭოო, აგერ მეუბნებიან ჩემები.
როგორც კი ერხევათ საცერივით რომ გამოდის მერე ინფოები კი იცით. ეს დადის და ხალხში ლაპარაკობს, რისი ენთუზიაზმი არა სირი (შედარებით ზრდილობიანად ვწერ მიახლოებით ციტირებას), მაგ სტუდენტებმა ერთი ადგილი რო გაანძრიონ, თითო განცხადება ათასი ლარი მიჯდებაო. დღეს ის ქლიავი ელიზბარა თუ ვიღაცა რომ მიეკაჩავებინა და მერე ინტერვიუ მიეცა, კიდე ათასი ლარი გადამარიცხინა ჩხობაძემო.
ბოლომდე გავარკვევ რომელი ვინაა და დაგიბრუნდებით. ბოლომდე უნდა გავშიფრო ბოლშევიკები!!!
ის პრისტუპნიცა ბავშვი უკვე მაგარი გაპიარებული იყო, დავაგვიანეთო – ეს რას ნიშნავს ჯერ არ ვიცი, მარა თვითონ რომ დაცხებათ ეს ვიცი ზუსტად ამ პოსტს რომ წაიკითხავენ…
დანარჩენს ვარკვევ და დავწერ ეგრევე! – წერს სამხარაძე Facebook- ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება